შესაძლოა თუ არა ვაქცინის შეზღუდული რაოდენობის გამო პატარა ქვეყნები მის გარეშე დარჩნენ

ავტორი: კატო მალანია

მსოფლიოში დადასტურებულია ვირუსის 56 მილიონზე მეტი შემთხვევა, აქედან დაღუპული კი 1.3 მილიონზე მეტია. ვაქცინა გადამრჩენელად გამოჩნდა, თუმცა არის შანსი, რომ ის ყველამ ვერ მიიღოს და პატარა ქვეყნები ვაქცინის გარეშე დარჩნენ.

ჩვენ ექსპერტებს ვესაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რაც წინ გველის.

ადრეული შედეგები მიუთითებს, რომ მინიმუმ ორი ვაქცინაა საჭირო ეფექტისთვის. ამ ვაქცინებიდან არცერთი არ არის ჯერ დამტკიცებული, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ მაინც შეიძინა გარკვეული დოზები

აშშ – ს საკვანძო კვლევითი ცენტრის შეფასებით, 6,4 მილიარდი დოზაა უკვე გაყიდული, 3,2 მილიარდი მოლაპარაკებების პროცესშია. წინასწარი შეძენის პროცესი კარგად არის დამკვიდრებული ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, რადგან ის ხელს შეუწყობს პროდუქციის განვითარების სტიმულირებას და გამოკვლევების დაფინანსებას, ლონდონის ეკონომიკის სკოლის გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკის ასისტენტ პროფესორის, კლერ ვენჰამის თქმით.

თუმცა ყველა ვაქცინა რაც დღემდე გაიყიდა, მიდის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში.

იმის გამო, რომ ჯერ არ ვიცით, რომელი ვაქცინა იმუშავებს, ზოგიერთი ქვეყანა ვაქცინის ბევრ ვარიანტს ყიდულობს. უკანასკნელი მონაცემებით, ინდოეთი, ევროკავშირი, აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთაც ყველაზე მეტი დოზა აქვთ ნაყიდი ან ,,დაჯავშნილი”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განუცხადა BBC- ს:  ”გასაგებია, რომ ლიდერებს ჯერ საკუთარი ხალხის დაცვა სურთ – ისინი ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთი მოქალაქეების წინაშე, მაგრამ ამ გლობალურ პანდემიაზე რეაგირება კოლექტიური უნდა იყოს”.

ანდრეა ტეილორი, რომელიც ხელმძღვანელობდა ჰერცოგის ანალიზს, ამბობს: “ჩვენ მივდივართ სცენარში, სადაც მდიდარ ქვეყნებს ექნებათ ვაქცინებს და ღარიბ ქვეყნებს, სავარაუდოდ, არ მიუწვდებათ ხელი “.

Pfizer იმედოვნებს, რომ 2020 წელს 50 მილიონამდე დოზას მიიღებს, ხოლო 2021 წელს 1,3 მილიარდ დოზას მიიღებს. თითოეულ ადამიანს ორი დოზა სჭირდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი