‘’შესაძლოა, ვაქცინა უფრო ადრე მივიღოთ’’ – პაატა იმნაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’მიმდინარეობს მუშაობა, რომ პირდაპირი კონტაქტებით ვაქცინა უფრო ადრე მივიღოთ.’’ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ‘’ქრონიკის’’ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით ვაქცინა დაახლოებით 700 000 ადამიანისთვის არის შეკვეთილი, რაც საქართველოს მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. პაატა იმნაძემ მწარმოებელ ქვეყნებთან თანამშრომლობასა და პირდაპირი კონტაქტებით ვაქცინის შედარებით ადრე მიღებაზე ისაუბრა.

‘’ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისთვისაა შეკვეთილი. მწარმოებელ ქვეყნებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით უფრო ადრე მივიღებთ ვაქცინას.’’ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი