“შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს”- ამირან გამყრელიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლებელია, აფთიაქებში ჩატარდეს. ამისთვის საჭიროა, რომ აფთიაქებმა შესაბამისი პირობები დააკმაყოფილონ. მისივე თქმით, ცეჰეპატიტის სკრინინგის დროს აფთიაქების ტერიტორიას იყენებდნენ. ამის შესახებ გამყრელიძემ პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

„პრინციპში შესაძლებელია. ამ ეტაპზე დავაკვირდებით. ჩვენ გავაფართოეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან თბილისში უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ცე-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი ფართია“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომავალში შესაძლებელი იქნება ტესტის ყიდვა და საკუთრ თავზე გაკეთება, ხოლო თუ მეორე ადამიანი დაგვეხმარება, ის შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი.

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი