“შეიძლება, PCR ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია”– მარინა ენდელაძე

ავტორი: სალომე ბაჯაძე

„ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, PCR ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს PCR არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – ამის შესახებ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტებს,  რომლებსაც აქვთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოხატული სიმპტომები, 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ. კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდებები.

„რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი