“შეიძლება საქართველოში რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს”- დავით სერგეენკო

ავტორი: თიკო ტეფნაძე

„ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენ მოლაპარაკებას რამდენიმე მწარმოებელთან ვაწარმოებთ. შეიძლება მოხდეს ისე, რომ რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ცალკე აღებულ არცერთ კომპანიას არ აქვს იმდენი მოცულობის ვაქცინა, რომ საქართველოს მსგავსი, პატარა ქვეყნები სრულად მოამარაგოს.

„ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენ მოლაპარაკებას რამდენიმე მწარმოებელთან ვაწარმოებთ. შეიძლება მოხდეს ისე, რომ რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს. მთავარი მოთხოვნაა, ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. მეორე მთავარი მოთხოვნაა, ვაქცინაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა იყოს მიცემული. ის, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინა იქნება საქართველოში, ამაზე პასუხი არ მაქვს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი