” შეზღუდვები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა” – გიგა ბოკერია

ავტორი: თიკო ნოდია

“ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობის მიერ დაწესებულ დამატებით შეზღუდვებს.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად გაუაზრებელია.

„ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნეისისთვის დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით. დეტალებშიც არ შევალ, საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია. ამ ხალხმა ერთხელ ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის მთელი ქვეყანა ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ეს პროცესი გრძელდება, სანამ ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი პოლიტიკური არარაოებების და კლოუნების გარემოცვა მართავს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ზარალი გაგრძელდება იმიტომ, რომ ამ ხალხს არც უნარი, არც რწმენა და არც კომპეტენცია არ აქვს იმისთვის, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების გამკაცრდებას გულისხმობს. 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით, 21:00-დან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე. ამ პერიოდში საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით იკრძალება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი