“შეზღუდვები იქნება მიზანშეწონილი და მოზომილი” – „ლილო მოლის” გენერალური დირექტორი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“სრულ „ლოქდაუნზე” არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და ეკონომიკაც არ დაზარალდეს“ – ამის შესახებ „ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით იმსჯელეს და ისეთი რეგულაციების შემოღებაზე შეაჯერეს პოზიციები, რომლებიც არც ჯანმრთელობის უსაფრთხოებას შეუშლის ხელს და  ეკონიმიკასაც არ დააზიანებს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას” – აღნიშნა კვარაცხელიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი