შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ვაქცინაცია 11 დეკემბრიდან დაიწყება

აშშ-ს მოსახლეობას კორონავირუსის ვაქცინით სარგებლობა 2020 წლის 11 დეკემბრიდან შეეძლება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელზე, მონსეფ სლაუიზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, – აღნიშნა სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება.

Pfizer იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 50 მილიონამდე დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი