შატილში საარჩევნო უბანი უამინდობის გამო ვერ იხსნება

ავტორი: კახი კახეთელიძე

შატილში საარჩევნო უბანი უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ იხსნება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე 161 ამომრჩეველია.

შატილში უამინდობის გამო ვერტმფრენმა კომისიის წევრები ადგილზე ვერ გადაიყვანა. დაგვიანებით გაიხსნა უბნები ხადას ხეობასა და გუდაურში.

ცნობისთვის, მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს, მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ცეზარ ჩოჩელი გადავიდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი