შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარიამ დაამტკიცა, რომ ძლიერი მენეჯერია, შეუძლია კრიზისული სიტუაციების კარგად მართვა

ავტორი: ნანა წულაია

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძლიერი გუნდი ეყოლება“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მთავრობის ფორმირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარია ძლიერი მენეჯერია.

„დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიას კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობაზე უკვე ოფიციალურად წარმოადგინა. ჩვენ სამი თვის წინ, როდესაც მოხდა საარჩევნო სიის პირველი პრეზენტაცია, იქვე დავასახელეთ გიორგი გახარია, როგორც იმჟამინდელი და მომავალი პრემიერ-მინისტრი. ასე რომ, ეს კვირა გვექნება მთავრობასთან დაკავშირებით მსჯელობა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძლიერი გუნდი ეყოლება მთავრობის სახით. გიორგი გახარიამ პრემიერობის და მინისტრობის პერიოდშიც დაამტკიცა, რომ არის ძლიერი მენეჯერი, შეუძლია, კრიზისული სიტუაციების კარგად მართვა. სწორედ ასეთი ადამიანი არის დღევანდელ დღეს საჭირო ამ პანდემიის პირობებში, რათა ჩვენმა ქვეყანამ მეტ-ნაკლებად კარგად შეძლოს ამ პანდემიის გადატანა. იცით, რომ ახლა რთულ პერიოდშია მთელი მსოფლიო. ახლა საჭიროა, ერთი მხრივ, ეფექტიანი მართვა და მეორე მხრივ, საზოგადოების კონსოლიდირება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი