ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი იქნება

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაფაროვმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 79,23%-ის აღება შეძლო, ოპონენტმა ადახან მადუმაროვმა კი – 6,8%.

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ყირგიზეთში რეფერენდუმიც ჩატარდა, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმას ეხებოდა. პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1,1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობას კი 152 ათასი მიემხრო.

ყირგიზეთში 2020 წლის  4 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს არეულობა მოჰყვა. მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი