“ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ–ჯგუფი ჩემი კოლეგებია”– გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსის ვაქცინით პირველად სამედიცინო მუშაკები აიცრებიან

“ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ–ჯგუფი ჩემი კოლეგებია. პირველ რიგში, ალბათ, ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. ამერიკაც აცრას სამედიცინო პერსონალით იწყებს, ვინაიდან ყველაზე მოწყვლადი ჩვენ – ექიები ვართ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი  თქმით, შემდეგი რისკ–ჯგუფი ხანდაზმულებია.

იგივეა გრიპის ვაქცინაციის პროცესში, რისკ ჯგუფი სამედიცინო პერსონალია და ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 30,000 სამედიცინო პერსონალი აიცრა. მეორე რისკ ჯგუფ, ის ხანდახმულები იქნებიან, რომლებსაც თანხმლები დაავადებები აქვთ. ასევე განიხილება ისეთი რისკ ჯგუფები, როგორიცაა მოხუცთა სახლებში და თავშესაფრებში მყოფი პირები.” –  აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, რამდენიმე ვაცინა უკვე დამტკიცებს ზღვარზეა, ვინაიდან ისინი აკმაყოფილებენ “ამერიკის წამლისა და სავების სააგენტოს”, “ევროპის წამლის სააგენტოს”, “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის” რეგულაციებს და მალე დაიწყება ვაქცინაცია. ვაქცინა შეკვეთილია 700,000 ადამიანისთვის, რომელიც მოსახლეობის 20%–ს შეადგენს.

“ვაქცინა ორჯერადად 3–4 კვირის განმავლობაში კეთდება ამიტომ საჭიროა 400,000 დოზა. წინასწარი გაანგარიშებით, კოვაქს პლატფორმის საშუალებით, ეს 17 მილიონ დოლარამდე ჯდება. 4 მილიონი დოლარი წინასწარ შეტანით უკვე გადარიცხულია და როგორც კი, ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე – არ გამოვრიცხავთ, პირდაპირ მოლაპრაკებებს ხვადასხვა კომპანიასთან. ქვეყანას შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, როცა კომპანიასთან არა საერთაშორისო ორგანიზაციებით, არამედ პირდაპირ გადიხარ. ვმუშაობთ, რომ ის საქართველოში ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე გახდეს.” – განაცხადა გამყრელიძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი