‘’ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ’’ – ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის შეკითხვები ჟურნალისტებისგან, რომ აბა, რას შვრებით? საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის ძებნილი.’’ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შსს ყველაფერს აკეთებს, რათა ბადრი ესებუა დააკავონ.

‘’უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში? ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ და ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ.’’ – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი