“ყველანაირად ვცდილობთ სრული “ლოქდაუნი”, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში”- ივანე მაჭავარიანი

ავტორი: სალომე ბაჯაძე

ყველანაირად ვცდილობთ სრული “ლოქდაუნი”, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა გადაწყვეტილებების მიღების სირთულეზე, გამოსავალზე, რომელსაც ხელისუფლება ეძებს.

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სრული “ლოქდაუნი”, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში წლის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად სამწუხაროდ, გვაქვს ყველაზე მაღალი გავრცელების პერიოდი, ეს ორი რამე დაემთხვა. სამწუხაროდ, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი