ყარაბაღში ნაღმზე რუსი და აზერბაიჯანელი ჯარისკაცები აფეთქდნენ

ავტორი: ნანა წულაია

მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი ნაღმზე აფეთქდა და დაიჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ მომხდარის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა, მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 4 თანამშრომელი კი დაიჭრა.

თავდაცვის უწყების ცნობით, რუსი სამშვიდობოების ოფიცერი ბაქოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ინციდენტი სოფელ მადაგიზის მახლობლად მოხდა, როდესაც რუსი სამშვიდობოების ჯგუფი, აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების, მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარდაცვლილთა ცხედრების საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი