ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პანდემიის პურობებში პირველი ფრენა შეასრულა.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ცოტა ხნის წინ, ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქალაქ ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით, მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.”- ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი