„ქვეყნის მთლიანი ჩაკეტვა არ იგეგმება“ – კახა კალაძე

ავტორი: ნანა წულაია

„ქვეყნის ჩაკეტვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციაზე სააკორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მოგვიწიოს მიზნობრივი შეჩერებები გარკვეული მიმართულებებით. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და რა მითითებებიც იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს. ქვეყნის მთლიანი ჩაკეტვა არ იგეგმება და ამაზე საუბარი, ამ ეტაპზე, არ ყოფილა“, – განაცხადა კალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი