„ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად, აქტივისტები აქციას მართავენ. „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია. ამასთან, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს. ამასთან, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა.