„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

ავტორი: ნანა წულაია

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.  შეხვედრა „ქართული ოცნების“ ხვალინდელ ყრილობას და მასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა უნდა აირჩიოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი