“ქართულმა ოცნებამ” პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩია.
თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.
ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” მეოთხე თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში, შემდეგ კი 2018 წლიდან ამ დრომდე პარტიას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. 2013-2015 წლებში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო 2015-2018 წლებში გიორგი კვირიკაშვილს ეკავა.