„ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება” არ არსებობს’’ – ეკა ბესელია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება” არ არსებობს. ის, რომ ივანიშვილს ტვირთის ტარება და ამ გარემოცვაში ყოფნა აღარ უნდოდეს, რაც მან თავად შექმნა, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე არ მგონია, რომ ის ხელისუფლებისგან სრულად დისტანცირდეს.” – ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია ‘’ფორმულას’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

მისივე თქმით, ‘’ქართული ოცნება’’ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ საკითხავია ივანიშვილი რამდენად აპირებს პოლიტიკიდან დისტანცირებას.

„ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება, რადგან ივანიშვილს მათ შორის ჩემთანაც ნათქვამი ჰქონდა, რომ პარტიიდან წასვლას, პოლიტიკიდან დისტანცირებას აპირებდა. რამდენად მოხდება ეს რეალურად, ანუ სრულად რამდენად დისტანცირდება ეს მეორე საკითხია, თუმცა, პირველ რიგში, საყურადღებო, რომ „ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, როგორც პროექტი დასრულდება.’’ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი