ქარელში საცხოვრებელ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მუშები იყვნენ. ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დადგენას ცდილობს. თუმცა არსებული ცნობით, სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა.
შსს-ში განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.