ქალაქ წყალტუბოში ჩატარებულ გენერალური გეგმის შემუშავების კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინი“ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის მიერ დადგენილ პრეტენდენტებს შორის საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.

„კონკურსში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა – შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“.

წყალტუბოში კურორტის გენერალური გეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.

ქალაქგეგმარებითი მიმართულებით იმუშავებენ მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები, ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ფრედერიკ ლე ფიშუ, ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტი – დევიდ ნათი, ეკონომიკური ნაწილს წარმოადგენს – ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი, გარემოს ნაწილს – გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი და ტურიზმის ნაწილს – საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია.

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 90 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი