ფრიდონ ინჯია 9 იანვარს იანვარს ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ მან “ნეოპრესის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა უკვე ჩამოყალიბებულია. შაბათს კი პარტიის ყრილობა გაიმართება. თავად პარტიის სახელი – “ევროპელი სოციალისტები” უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. თუმცა ჩვენს მიზნებსა და საგარეო ორიენტაციაზე დაწვრილებით შაბათს, პრეზენტაციისას ვისაუბრებთ”, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
ინჯიას თქმით, ახალ პარტიაში გელა მიქაძესა და ავთანდილ ენუქიძესაც ვიხილავთ.
იხ. ვიდეოინტერვიუ ვრცლად: