ფრენსის მაკდორმანდი Vogue-ის გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩნდა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

63 წლის ფრენსის მაკდორმანდი Vogue-ის 2021 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე მთლიანად მაკიაჟის გარეშე გამოჩნდება — ეს დაუფარავი სახე და თავბრუდამხვევი ველური სტილი მისი საფირმო ესთეტიკაა.

ოსკაროსანმა მსახიობმა პოპ-კულტურაში საკუთარი ადგილი თვითონ დაიმკვიდრა და ის ჰოლივუდს არასდროს აძლევდა უფლებას, ებრძანებინა, თუ როგორ გამოხატავდა საკუთარ თავს. ის სულ ბუნებრივ და სადა ვიზუალს ინარჩუნებდა, რომელიც ყოველთვის შთამბეჭდავი იყო.

2019 წელს ოსკარის სცენაზე ის Birkenstocks-ის ფეხსაცმლის წყვილით წარდგა, თუმცა ეს ჩვეულებრივი, ძველებური Birkenstocks არ ყოფილა — ისინი თვით Valentino-ს პიერპაოლო პიჩიოლის ინდივიდუალური ქმნილება იყო.

ხუთშაბათს, 10 დეკემბერს კი , Vogue-მა განაცხადა, რომ 63 წლის მსახიობი ახალი 2021 წლის პირველი ნომრის გარეკანის მთავარი ვარსკვლავი იქნება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი