“ფილიპ რიკერის დარჩენა თავიდანვე იყო განსაზღვრული”– დავით ბაქრაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

აშშ- ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე  დღეს აშშ–ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მის რეზიდენციაში შეხვდა. როგორც ბაქრაძემ მედიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერის დარჩენა საქართველოში თავიდანვე იყო განსაზღვრული ტურნეს ფარგლებში.

“ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ფილიპ რიკერი ფარავს ევროპისა და აზიის მიმართულებას და ის ახლდა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას. შემდგომ პომპეოს ტურნე გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ფილიპ რიკერი კი დარჩა საქართველოში და აქედან გაფრინდა ვაშინგტონში. ამიტომ, ეს განსაზღვრული იყო რომ ამ პერიოდით რჩებოდა” – აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ელჩებმა შეხვედრაზე სახელმწიფოთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგად გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგად, დაისახა ამერიკა – საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯები, ყოველთვის სასარგებლოა ჩემი თბილისში და ქალბატონი დეგნანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრები. ეს ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები, ვაჭრობის მიმართულებები – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სპექტრი თანამშრომლობის, რომელზეც ერთად ვმუშაობთ”– განაცხადა ბაქრაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი