“ფაქტია, რომ საზოგადოებაში არის მრავალპარტიული მმართველობის მოთხოვნა”– თამარ ჩუგოშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ასეთ დროს ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა პასუხისმგებლობის გაზიარება და პროცესში იმ აქტორების ჩართვა, რომლებსაც აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. ეს გულისხმობს კოალიციურ მთავრობას” – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა “ტვ–პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში მრავალპარტიული მმართველობის დაკვეთაა და მმართველმა პარტიამ ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს.

“გვაქვს მოცემულობა, როდესაც მმართველმა პარტიამ აიღო 48% და დამატებით მაჟორიტარული ოლქების მოგებით საკონსტიტუციო უმრავლესობა. ოპოზიციამ პროპორციულ ნაწილში აიღი 52%, მაგრამ მანდატების რაოდენობის კუთხით აიღო უფრო ნაკლები. ამას განსაზღვრავს საარჩვენო სისტემა. თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციას აქვს ქვყენის ნახევარზე მეტი მოსახლეობის მხარდაჭერა. პარალელურად გვაქვს პოლიტიკური კრიზისი.  ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ”თვითონ უნდა მოინდომოს პასუხისმგებლობის გადანაწილება, როცა ასეთი კრიზისია. მე ვერ ვხდები, თავად რატომ უნდათ რომ იმ კრიზისის წინ, რაც ქვეყანას მოელის, დარჩნენ მარტო” – განაცხადა  ჩუგოშვილმა

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი