“ევროკავშირმა, შესაძლოა, წლის ბოლოს კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცოს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლაიენმა.
“ევრონიუსის” ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “კოვიდ 19”-ის ვაქცინების შეფასების მიზნით ევროპის მედიცინის სააგენტო (EMA) აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან დისკუსიებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.
“თუ ყველა პროცედურა შეუფერხებლად წარიმართება, ევროპის მედიცინის სააგენტომ, Pfizer / BioNTech და Moderna– ს ვაქცინებს, ავტორიზაცია, შესაძლოა, დეკემბრის მეორე ნახევარში მიანიჭოს,”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიას ვაქცინების წინასწარ შეკვეთის მიზნით დღემდე ხუთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული : შვედურ-ბრიტანულ კომპანია AstraZenaca- სთან, ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson- თან, ფრანგულ-ბრიტანულ დუეტ Sanofi-GSK- თან, აშშ-გერმანულ დუეტ Pfizer / BioNTech- სა და გერმანულ CureVa- სთან.