“უოლტ დისნეი“ 32 000-მდე თანამშრომელს გაანთავისუფლებს

ავტორი: კახი კახეთელიძე

2021 წლის პირველ ნახევარში “უოლტ დისნეი” 32 000–მდე თანამშრომელს დაითხოვს. ამის შესახებ კომპანიამ გუშინ გააკეთა განცხადება. სექტემბერში გაკეთებული განცხადების თანახმად “დისნეი” 28 000 თანამშრომლის განთავისუფლებას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის გამო ეს რიცხვი გაიზარდა.  დათხოვილი თანამშრომლების უმრავლესობა თემატურ პარკებში მომუშავე პერსონალი იქნება.

სექტემბრის დასაწყისში “დისნეიმ” შვებულებაში გაუშვა სამხრეთ კაროლინისა და ფლორიდის  თემატური პარკების თანამშრომლები. ოქტომბერში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის გამო, დაიხურა პარიზის “დისნეილენდი”. დღეისათვის ფუნქციონირებას განაგრძობს ტოკიოს, ჰონ–კონგისა და შანხაის “დისნეილენდები”.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი