უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალური ქსელი “ფეისბუქის” საშუალებით ავრცელებს.
“საბოლოოდ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი მაქვს. უკვე სამსახურში ვარ. დღე დატვირთული იქნება, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტს კორონავირუსი 9 ნოემბერს დაუდასტურდა.