“უარს ვამბობთ მანდატებზე, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად მოგვანიჭეს” – მამუკა ხაზარაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი დემოკრატიისთვის საზიანოა და “ქართულ ოცნებას” არსებული სიტუაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა. ეს ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. როდესაც ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ცუდი დემოკრატიისთვის, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალ ეტაპზე და გადავიდეთ ახალი დემოკრატიის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციას და პრინციპულობას „ლელო“ ყოველთვის დაიცავს იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით და იურიდიულად ამას ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად“-  განაცხადა ხაზარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი