ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
მრვდელმონაზონს თანმდევი დაავადებები – დიაბეტი და ასთმა ჰქონდა.
“დღეს, 2020 წლის 21 ნოემბერს, წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა დღესასწაულზე, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი)” – ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის” მიერ გავცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 20 ნოემბერს, კორონავირუსისგან კიდევ ერთი სასულეირო პირი – ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა.