პენტაგონმა სამხედრო მეთაურებისთვის „გამაფრთხილებელი ბრძანება“ გასცა, რაც ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობის 2500- მდე შემცირების დაგეგმვისთვის მომზადებას ითვალისწინებს – ამის შესახებ CNN წერს.
მისივე ინფორმაციით, ჯარის ნაწილის გაყვანა 15 იანვრამდე უნდა განხორციელდეს.
საუბარია ასევე ერაყში ამერიკის სამხედრო კონტიგენტის 2 500 ჯარისკაცამდე შემცირებაზე.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 4 500 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული, ერაყში კი – 3 000.
ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, შობამდე თავიანთ სახლებში უნდა იყვნენ.