ტრამპი თეთრი სახლის დასატოვებლად ემზადება

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც კი საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცებს, ის თეთრ სახლს დატოვებს.

პრეზიდენტი 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს დღემდე არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისთვის შეგუება ძალიან რთულია. ის მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმით მოახერხა ტრამპის დამარცხება, რომელმაც არჩევნებში 232 ხმა მოიპოვა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად 270 ხმაზე მეტის დაგროვებაა საჭირო.

14 დეკემბერს კოლეგიის წევრები შეიკრიბებიან და “დემოკრატი” ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად 20 იანვარს დაიკავებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი