“ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა

“ტვიტერმა” დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი სამუდამოდ დაუხურა. კომპანიამ მიზეზად ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკი დაასახელა.

”@RealDonaldTrump ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული “ტვიტებისა” და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” – ნათქვამია “ტვიტერის“ მიერ განცხადებაში.

სოციალურ ქსელს ტრამპის ანგარიში მანამდე 12 საათით ჰქონდა დაბლოკილი, ბლოკის მოხსნის შემდეგ კი ტრამპმა ახალი “ტვიტი” დადო:  „75 000 000 დიდ ამერიკელ პატრიოტს, რომლებმაც ხმა მომცეს მე, მომავალში დიდხანს ექნებათ უზარმაზარი ხმა. მათ უპატივცემულოდ და უსამართლოდ არანაირად, არანაირი ფორმით და გზით არ მოექცევიან!!!“

„ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადებით, მოქმედი პრეზიდენტის ბოლო პოსტი კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რომ ტრამპი ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას არ გეგმავს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი