ტესტირებით გამოვლინდა, რომ ტაქსის მძღოლებისა და სასულიერო პირების ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია

ავტორი: კახი კახეთელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ამ დროისთვის 6 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს ჩაუტარდა და დადებითი შემთხვევების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.

პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასევე 1%-ზე ნაკლებია სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელი.მისი თქმით, COVID-19-ზე ტესტირება სხვადასხვა კონფესიის 2 ათასზე მეტ მსახურს ჩაუტარდა.

„6 ათასს გადაცდა ტაქსის მძღოლების ტესტირება და ჩანს, რომ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 0,7 % უნდა იყოს ტაქსის მძღოლებში დადებითი შემთხვევა. ასევე მოიმატა ბაზრობებზე მოვაჭრეების ტესტირების რაოდენობამ, 4 ათასი ტესტირება ჩატარდა და შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 2 ათასს გადაცდა სხვადასხვა რელიგიის მსახურების გატესტვა და შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით ერთი პროცენტია“, – განაცხადა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი