“ტაძრები არ დაიკეტება, გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს”-მეუფე იოანე

ავტორი: შორენა პირველი

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს”- ქუთათელ-გაენათელი მეუფე იოანე (გამრეკელი) ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ. მისივე თქმით, რეგულაციებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძრები არ დაიკეტება.

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროთ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ”, -განაცხადა მეუფე იოანემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი