,,ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია ” – მეუფე იოანე

ავტორი: თიკო ნოდია

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი?”, – ამ კომენტარით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და მოსალოდნელ შეზღუდვებს ეხმიანება. მან აღნიშნა, რომ რეგულაციებს დაიცავენ, თუმცა ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ.

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ.”, -განაცხადა მეუფე იოანემ.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, ამის გათვალისწინებით შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი