“სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ”

მეუფე იაკობის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ექიმების ბრალი არ არის და პასუხისმგებლობა მთავრობასა და ოპოზიციას ეკისრება. მეუფემ აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების შედეგად კორონავირუსის სტატისტიკა გაიზარდა და, მისი გაფრთხილების მიუხედავად, ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა.

„ახლაც ვხედავთ, ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესაზღუდი, დადიოდა აგიტაციებზე ყველა პარტია. არავინ აკლებდა, ვისაც გადაადგილება შეეძლო, აბსოლუტურად ყველა დადიოდა. ვისაც დიდი ფული ჰქონდა, ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი სხვადასხვა კუთხეებში გადი-გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები, 2 მილიონი კაცი მივედით არჩევნებზე, კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა, თვითონ კომისიის წევრები და მათ სახლებშიც მიიტანეს. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. მე ხელისუფლება გავაფრთხილე, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი, გავაფრთხილე, 5 000, 10 ათასიც იქნება, კარგად გადახედეთ- მეთქი. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა. მერე რა ხდება, ნაწილი პარლამენტში შედის, ნაწილი ამბობს, არ შევდივარო. სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი