სტუდენტები ონლაინსწავლების შეწყვეტის მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას მართავენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სტუდენტები აქციას – “ჩვენ გვინდა სწავლა” მართავენ. მათი მოთხოვნა უნივერსიტეტებში ონლაინსწავლების შეწყვეტა და ნახევრად სააუდიტორიო ანუ ე.წ ჰიბრიდული რეჟიმის აღდგენაა. აქცია “სტუდენტური ომბუდსმენის” ორგანიზებით იმართება.

როგორც “ნეოპრესს” აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ განუცხადა, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა რამდენიმე სტუდენტი მინისტრის მოადგილესთან შესახვედრად წაიყვანა. შეკრებილები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

მას შემდეგ რაც მიხეილ ჩხენკელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდებოდა, “ფეისბუკზე” შეიქმნა ჯგუფი “სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ”. ჯგუფის შემქმნელთა თქმით, აქციები ერთჯერადი არ იქნება და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული მიზანი მიღწეული არ იქნება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი