სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ: “განათლების სამინისტრო დაგვპირდა, რომ სასწავლო პროცესი 19 ოქტომბერს განახლდება”

სტუდენტური მოძრაობის, “სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ”, წევრები განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა სტუდენტებს განუცხადა, სასწავლო პროცესი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19 ოქტომბრიდან განახლდება.

შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტთა მიერ შეთავაზებული მოდელი, რაც რისკჯგუფების კატეგორიზაციას და ამაზე დაყრდნობით სრული აუდიტორიული სწავლების განახლებას გულისხმობს. განათლების სამინისტრომ მხარი დაუჭირა ამ მოდელს და სტუდენტთა მოძრაობის წევრებს დაჰპირდა, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხს განიხილავდა. ამასთანავე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან დაიგეგმა სპეციალური შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ სწავლების განახლების დეტალებს.

სტუდენტურ მოძრაობას “სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ” სურდა განათლების სამინისტროში შეხვედრას ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ, თუმცა უწყებამ მათ განუცხადა, რომ პროტოკოლის მიხედვით, წინასწარ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული. სტუდენტთა განცხადებით, არსებობს შეხვედრის აუდიო ჩანაწერი და საჭიროებისამებრ გასაჯაროვდება კიდეც.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი