სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამადლობელ წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამადლობელ წერილს აქვეყნებს.

პატრიარქი დაბადების დღის მოლოცვისთვის ყველას მადლობას უხდის.

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია – ძალისამებრ ჩემისა, ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, – ნათქვამია სამადლობელ წერილში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი