“სოხუმის აეროპორტი 2 წელიწადში ამუშავდება”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისი თქმით აეროპორტის აღდგენა უმნიშვნელოვანესია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„საკითხი, რომელიც დაკავშირებულია სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან და ექსპლუატაციის დაწყებასთან, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან თბილი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. აღფრთოვანებული ვარ ამ შეხვედრით“ – განაცხადა ჟანიამ.