სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის მხარდასაჭერად აჭარიდან ათეულობით ადამიანი ჩავიდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის მხარდასაჭერად აჭარიდან ათეულობით მოქალაქე ჩავიდა. სოფლის მკვიდრი მუსლიმებს სალოცავის გახსნა სურთ, თუმცა ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი წინააღმდეგია. ამის გამო 12 იანვარს ბუკნარში დაპირისპირება მოხდა, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კონფლიქტის გამო პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

“ჩვენ ქართველები ვართ, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, არ შეგვეფერება დაპირისპირება. იმდენი მტერი გვყავს, ჩვენ შიგნით თუ ვერ მოვაგვარეთ, მტერს რა უნდა ვუთხრათ. ველოდებით ხელისუფლებას, გუბერნატორი უნდა მოვიდეს, გავესაუბრებით. ბევრი სოფლებიდან გვირეკავს, წამოვალთ თუ საჭიროაო. ჩვენ ვაჩერებთ, რომ კიდევ უფრო გამწვავება არ მოხდეს“, – აცხადებს აჭარიდან გურიაში ჩასული მუსლიმი ფირუზ წულუკიძე.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი