სომხეთში კორონავირუსის 702 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილია

ავტორი: კატო მალანია

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 702 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24-საათში ინფექციისგან 23 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 156 142 შემთხვევაა დადასტურებული, 2 714 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 136 766 პაციენტი. ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი