სომხეთში კორონავირუსის 438 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილია

ავტორი: კატო მალანია

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 149 120 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 529-ია. ამასთან, სომხეთში კოვიდ 19-სგან 127 452 პაციენტი განიკურნა, მკურნალობა კი ამჟამად 19 139 ადამიანს უტარდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი