სომხეთში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილია

ავტორი: კატო მალანია

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 132 346-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 2 090-ს მიაღწია.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 25 107 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 105 149-ია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი