სომხეთში აქცია მიმდინარეობს

ავტორი: ნანა წულაია

სომხეთის დედაქალაქში ერთმანეთის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობს. ერთი აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, მეორე აქციაზე კი ფაშინიანს მხარდაჭერას უცხადებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ფაშინიანმა დაშლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, სომხეთის მოქალაქეების ნაწილმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 9 ნოემბერს ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი