სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები გახსნა

ავტორი: ნანა წულაია

სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები გახსნა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სომხეთში შესვლას “პი-სი-არ” ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სომხეთში სახმელეთო გზით შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია, ამიერიდან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში შესვლა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით. უცხოელებს შეუძლიათ სომხეთის მონახულება, რისთვისაც თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე “პი-სი-არ” ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათში იქნება გაკეთებული“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი