სომხეთი აზერბაიჯანს 121 დასახლებულ პუნქტს გადასცემს

ავტორი: ნანა წულაია

სომხეთი აზერბაიჯანს 121 დასახლებულ პუნქტს გადასცემს. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში 8, კელბაჯარში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში 2, ასეკერანის რაიონში 8 და მარტუნის რაიონში 8 დასახლებული პუნქტი გადაეცემა.

სიას თან ახლავს განცხადება, რომელშიც მოცემულია 300 000 დრამის (600 დოლარის) ოდენობით დახმარების მიღების წესები, რომელიც იმ მოქალაქეებს გადაეცემათ, ვინც დარეგისტრირებულნი არიან იმ რაიონებში, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიანი ყარაბაღისა და ახლო მდებარე რაიონების ნაწილი ბაქოს გადაეცემა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი